უკან
ორშაბათი | 27 იანვარი. 2014
CRRC- საქართველომ პირველად ჩაატარა გამოკითხვა კომპიუტერების გამოყენებით

CRRC- საქართველომ 2013 წლის ოქტომბერში პირველად ჩაატარა გამოკითხვა კომპიუტერების გამოყენებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ჩატარდა ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’-ს დაკვეთით და სულ გამოიკითხა 1918 რესპონდენტი. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობისთვის, გარდა ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისა. 

გამოკითხის ძირითად თემები ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევას, შემოტანილი მედიკამენტების მიმართ დამოკიდებულებას, მას-მედიას და პოლიტიკას, პარლამენტის და თვითმმართველობის მიმართ დამოკიდებულებას, ასევე კორუფციის აღქმას. გამოკითხვის შედეგები უკვე გაანალიზებულია, ხოლო მონაცემთა ნაწილი წარმოდგენილია  ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’-ს ბლოგებში:http://transparency.ge/en/blog/how-much-corruption-there-georgia http://transparency.ge/en/blog/ti-georgia-poll-results-two-out-three-adults-receive-spam-sms