უკან
ორშაბათი | 19 ოქტომბერი. 2015
კავკასიის ბარომეტრის ახალი, 2015 წლის ველი დაიწყო

CRRC-მ საქართველოსა და სომხეთში "კაკასიის ბარომეტრის" ახალი ველი დაიწყო. გამოკითხვა ეხება საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსახლეობის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, უცხო ეროვნების ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, ვიზა ლიბერალიზაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევა.  

საველე სამუშაოების დაწყებამდე, 12-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, CRRC-საქართველოს თანამშრომლებმა, რეგიონების ზედამხედველებთან ერთად, ჩაატარეს სპეციალური ტრენინგი თბილისის, კახეთის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ინტერვიუერებისთვის. საქართველოს გარდა, გამოკითხვა, იგივე ინსტრუმენტის გამოყენებით, სომხეთშიც ჩატარდება. საველე სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 2 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სომხეთში დაახლოებით 1800 ადამიანი გამოიკითხება.