Back
Tuesday | 08 February. 2011
Works-in-Progress Series: Assessing the State of Democracy; Citizen Outlook from the South Caucasus, February 9 (ENG)
2011 წლის რიგით მესამე „მიმდინარე პროექტების სერია“ - კობა თურმანიძე წარმოადგენს თავის კვლევას სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ხალხის წარმოდგენებზე.
არსებობს ბევრი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია დემოკრატიის დონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ხალხის მმართველობა ,,თამაშის ერთადერთ წესად” იქცევა, როცა მოქალაქეები და პოლიტიკური ელიტა ერთნაირად ემორჩილება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. იმისდა მიუხედავად, რომ ხშირად დემოკრატიული კონსოლიდაცია ელიტის მხრიდან წაქეზებული პროცესია, თურმანიძე ამტკიცებს, რომ დემოკრატიაზე ხალხის წარმოდგენების როლი სათანადოდ უნდა შეფასდეს.
თარიღი:
 9 თებერვალი, 2011 დრო: 18:15-19:15 (მიაქციეთ ყურადღება დროის ცვლილებას) ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზი (I სართული)
კობა თურმანიძე 2007 წლიდან ხელმძღვანელობს CRRC საქართველოს ოფისს. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე კობა მუშაობდა უფროს ანალიტიკოსად საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში, ასევე ადმისტრაციულ პოზიციაზე ევრაზიის ფონდის საქართველოს ოფისში, მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროექტში და საქართველოს პარლამენტის აპარატში. კობა თურმანიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო მართვაში ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უგრეთი). ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2005 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად, და ასწავლის გარდამავალი ხანის ეკონომიკას, კვლევის მეთოდებსა და ქსელურ ანალიზს პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში.
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კონსქტრუქციული კრიტიკა. ,,მიმდინარე პროექტების სერიას” აფინანსებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის. ,,მიმდინარე პროექტების სერიაზე” დასწრება შეუძლია ყველა მსურველს.
გინდათ, წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.