Back
Thursday | 29 August. 2013
CRRC Georgia Released Media Monitoring Report For July 17 – August 17
CRRC  აქვეყნებს წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს პერიოდისთვის 17 ივლისი - 17 აგვისტო. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში CRRC-მ დაიწყო მედია მონიტორინგის ახალი ტალღა შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში. მონიტორინგი დაიწყო 15 მაისს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით. დაკვირვება ხდება საქართველოს ყველაზე ყურებად (CRRC-ის 2013 წლის პოლიტიკური განწყობების კვლევის მიხედვით) სატელევიზიო არხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე.17 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის შედეგებით შეიძლება, ითქვას, რომ ტელევიზიები ჯერ აქტიურ  საარჩევნო რეჟიმზე არ გადასულან, თუმცა დაიწყეს საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მათი კამპანიების  გაშუქება. ყველა არხზე თითქმის ყოველ დღე შუქდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატებთად დაკავშირებული ახალი ამბები. ამ მხრივ, გამონაკლისი იყო აჭარის ტელევიზია, სადაც კანდიდატებს დრო ნაკლებად ეთმობოდათ და თითქმის არ შქუდებოდა მათთან დაკავშირებული ამბები. მონიტორინგის ქვეშ მყოფი სატელევიზიო არხები თავის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ძირითადად ყველა მნიშვნელოვან ამბავს აშუქებდნენ. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა არხები თავისი საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად ზოგიერთ ამბავს სხვადასხვა კუთხით და შინაარსით აშუქებდნენ. ასე იყო, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლისთავისადმი მიძღვნილი სიუჟეტები. მონიტორინგის ამ პერიოდში საკმაოდ დიდი დრო დაეთმო ამ თემას ყველა არხზე. არხების ზოგადი ტენდენციის მსგავსად სხვადასხვა არხებზე ამ თემის განხილვისას კონკრეტული სუბიექტები განსხვავებულად გაშუქდნენ, რაც მათ მიმართ დაფიქსირებულ დადებით და უარყოფით ტონის წილებში გამოვლინდა. ამ პერიოდში იმატა სუბიექტების დადებითმა ტონმა, თითქმის ყევლა არხზე, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო მონიტორინგის პერიოდში გაშუქებული ამბებით. ხშირი იყო პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების და ასევე,  საპრეზიდენტო კანდიდატების პირდაპირი საუბრების ჩვენება, მათი გამოსვლები სხვადასხვა ღონისძიებებზე, რაც უმეტესად დადებითად წარმოაჩენდა მათ. ანგარიშის სრული ვერსია ქართულად შეგიძლიათ იხილოთ აქ და ასევე ვებგვერდზე www.mediamonitor.ge.

თანდართული ფაილები:

CRRC_MM_Report_17_July-17_August_2013.pdf