Back
Friday | 11 March. 2011
CRRC Announces the Caucasus Barometer Report Competition!
კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც გააჩნიათ კვლევის, ანალიზისა და მართლწერის უნარები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უყვარს კვლევა, აქვს ანალიზის უნარი, აფასებს სიზუსტეს და სურს გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომი. 
კანდიდატებს ევალებათ 5-დან 10-გვერდამდე კვლევითი ანგარის დაწერა ინგლისურ ენაზე CRRC-ის 2010 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემების გამოყენებით. ეს არის  მონაცემთა დიდი ბაზა, რომელიც კანდიდატებმა უნდა გამოიყენონ მათთვის საინტერესო კვლევის საკითხის შესარჩევად, მონაცემთა გასაანალიზებლად  და საკუთარი აღმოჩენის გასაგები და ზუსტი სახით წარმოსადგენად. 
ჯილდოები
საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად უმაღლესი  ჯილდოები გადაეცემათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა ნაშრომები იქნება იმ სტანდარტების შესაბამისი, რომელსაც ჟიური და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აწესებს.  კონკურენტუნარიან რეპორტებს განიხილავს განათლების და მედიის სფეროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფი. შერჩეულ კანდიდატებს გადაეცემად 100 ა.შ.შ დოლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერები. აგრეთვე, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ნაშრომებს გაეცნობიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები, მათ მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. კვლევითი ანგარიში, რომელსაც გადაეცემა ჯილდო, უნდა იყოს დაწერილი გამართული ინგლისურით და გვთავაზობდეს ახალ, საინტერესო ხედვასა და დასკვნებს მონაცემებზე დაყრდნობით.  ყველა კვლევით ანგარიშს, რომელიც დააკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გადაეცემა უმაღლესი ჯილდო, მაღალი ღირებულების საგანი. ამასთან ერთად,  CRRC გამოაქვეყნებს და გაავრცელებს გამარჯვებულ ნაშრომებს. ასევე, გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ნაშრომი წარადგინონ დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც დაესწრება ექსპერტთა და პოტენციური დამსაქმებლებისგან შემდგარი აუდიტორია. 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არის 20-დან 35 წლამდე და ამჟამად ცხოვრობს საქართველოში. თუ თქვენ გიყვართ წერა, ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ, შეგიძლიათ ნათლად და გამართულად აზრის ჩამოყალიბება და დაწერა, ეს კონკურსი ზუსტად თქვენთვის არის. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ასევე მაქსიმუმ სამი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს (ჯგუფმა უნდა აირჩიოს ერთი ლიდერი). ყველა მსურველს ჩაუტარდება ტრეინინგი და დაურიგდება საჭირო სასწავლო მასალა. 
როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, სადაც მიუთითებთ საკუთარ სახელს, პირად მონაცემებს, აკადემიურ განათლებასა და ინტერესთა სფეროს. ანგარიშის ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 აპრილი.